აკერბი:“ლაციო ბოლომდე იბრძოლებს“

გუშინდელი დრამატული მატჩის შემდეგ,სადაც ლაციომ 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ატალანტას თამაშში გამარჯვების საშუალება მისცა,არწივები იუვენტუსს უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან.

ლაციო ცენტრალური მცველის მტკიცებით,ამ მარცხის მიუხედავად ლაციო არ ნებდება და გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

„დასაწყისი კარგი იყო,თუმცა სამწუხაროდ კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ.ატალანტა არაჩვეულებრივი გუნდია,თუმცა არა ისეთი,რომ ჩვენ სამი უპასუხო გოლის გატანის საშუალება მივცეთ.

„ჩვენ ამ თამაშიდან გარკვეული დაკსვნები უნდა გამოვიტანოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ,ლაციო არ ნებდება!

„ეს სამწუხარო მარცხი უკვე წარსულს ჩაბარდა,ახლა მთელი ყურადღება ფიორენტინასთან დაპირისპირებაზე გვაქვს გადატანილი.

„ჩვენ 21 ტური თამაშს არ ვაგებდით,თუმცა 3-თვიანმა უთამაშებლობამ თავისი მაინც ქნა,თუმცა გუნდი ერთიანია და მზად ვართ,ბოლო ტურამდე მაქსიმუმი გავიღოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.