Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აკერბი:“ ლაციოს საქციელი არ მომეწონა“

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აკერბი ლაციოსთან ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 3.5 მილიონ ევროს ითხოვდა, გუნდი კი მას მხოლოდ 1.8 მილიონს სთავაზობდა, რასაც ფეხბურთელმა სიცრუე უწოდა და გუნდის ხელმძღვანელობას მასთან მედიის საშუალებით ურთიერთობა არ მოუწონა.

„პრესაში გავრცელებული სიახლე სიმართლე არ არის. ახალ კონტრაქტზე ჩვენ მართლაც ვმუშაობთ, თუმცა ნახსენები თანხები, როგორც შემოთავაზებული, ასევე ჩემს მიერ მოთხოვნილი, სიმართლეს არ შეესაბამება და ვფიქრობ, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ასეთ თემებზე ჩემთან პირდაპირ უნდა საუბრობდეს და არა მედიის საშუალებით.

„მე მათ მიმართ, ისევე, როგორც ლაციოს მიმართ, ყოველთვის  პატივისცემით ვიყავი განწყობილი და მათგანაც იმავეს მოვითხოვ. ამან ძალიან გამაღიზიანა და თუ მათ ჩემთან ურთიერთობა ასე სურთ, შესაძლოა კონტრაქტის გახანგრძლივება საერთოდ გადავიფიქრო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.