Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აკრძალვებმა ინტერს სტრატეგიის შეცვლა აიძულეს…

Tuttosport-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის კომპანიებს უცხოურ გუნდებთან თანამშრომლობა და ეკონომიკური პარტნიორობა აუკრძალა, რაც ინტერის სატრანსფერო სტრატეგიას თავდაყირა აყენებს…

Suning-მა 2016 წლის შემდეგ ინტერში ნახევარი მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო, თუმცა პანდემიის და ფინანსური კრიზისის გამო მათ ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და ნერაძურის საკუთარი თავის ‘შენახვა’ თავადვე მოუწევს.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ინტერის მთავარი საზრუნავი ახლა არსებული ფეხბურთელების შენარჩუნება და ლიდერებთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება იქნება.