Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალანისთვის ბრძოლას კიდევ ერთი გრანდი შეუერთდა

დილით უკვე მოგახსენეთ, რომ ალანის ტრანსფერში ევერტონს ატლეტიკოს სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, თუმცა ახლა საქმე უფრო გართულდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმების სურვიი დორტმუნდის ბორუსიამაც გამოთქვა.

კარლო ანჩელოტის ევერტონი ფეხბურთელის გაფორმებას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა და ნაპოლის მიერ მოთხოვნილი 40 მილიონის გადახდას არ ჩქარობდა, რადგან ამ დროის მანძილზე ალანს სხვა მსურველები არ ჰყავდა, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რაც ნაპოლის წისქვილზე ასხამს წყალს.

Leave a Reply

Your email address will not be published.