Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალანის სატრანსფერო საგა დასრულდა

ერთდროულად რამდნიმე ინგლისური და იტალიური წყარო ამტკიცებს, რომ ნაპოლიმ და ევერტონმა ალანის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს.

წყაროების მტკიცებით, ალანი ევერტონს უახლოეს დღეებში ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კარლო ანჩელოტის გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ევერტონი 29 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდიან, შემდგომში სხვადასხვა ბონუსების სახით კი 5 მილიონის დამატება მოუწევთ.

ალანი ნაპოლის უდინეზედან 2015 წელს, 11.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.