ალანი ნაპოლის დაემშვიდობა
ევერტონი და ნაპოლი ალანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ბრაზილიელი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის გუნდს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
ალანმა ნეაპოლი აცრემლებულმა დატოვა და გუნდს მოკლე წინადადებით დაემშვიდობა:“ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: დიდი მადლობა ყველაფრისთვის“
ალანმა სერია ა-ში 262 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა გააკეთა.