Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალანი:“ ნაპოლის მადლიერი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები“

ევერტონში ოფიციალურად გადასვლის შემდეგ, ალანი ნაპოლის გამოემშვიდობა. ბრაზილიელი ფეხბურთელი პარტენოპეის რიგებს 2015 წელს, უდინეზედან შეუერთდა, ევერტონში კი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

„ნეაპოლი განსაკუთრებული ქალაქია და იქ მე 5 შესანიშნავი წელი გავატარე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დე ლაურენტისს, რომელმაც საშუალება მომცა, ამ დიდებული გუნდის მაისური მეტარებინა.

„ნაპოლიში მე უფრო კარგი ფეხბურთელი და რაც მთავარია, უფრო კარგი ადამიანი გავხდი და ამის გამო პარტენოპეის მადლიერი ყოველთვის ვიქნები.

„მთელი ამ დროის მანძილზე ჩემი თანაგუნდელები ოჯახის წევრებივით იყვნენ, ბოლო სეზონი რთული აღმოჩნდა, თუმცა Coppa Italia-ზე გამარჯვება დასამშვიდობებლად საუკეთესო გზა იყო.

„ყველაზე დიდი მადლობა კი მინდა გადავუხადო ნაპოლის გულშემატკივრებს. ისინი ყოველთვის გვერდში გვედგნენ და წარმატებულ თუ წარუმატებელ მომენტებს ჩვენთან ერთად განიცდიდნენ… ნახვამდის, თქვენ ჩემს გულში ადგილი ყოველთვის გექნებათ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.