Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალანს მხოლოდ ევერტონში სურს

ბოლო პერიოდში ალანის შეძენის მსურველთა სია გაიზარდა. ევერტონს გუშინ ატლეტიკო და დორტმუნდი შეუერთდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ალანს მხოლოდ ანჩელოტის გუნდში სურს თამაში და ევერტონში გადასვლა უნდა.

ჯერჯერობით ყველაზე სარფიანი წინადადებით ნაპოლის ატლეტიკომ მიმართა, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდის, თუმცა როგორც ჩანს, პარტენოპეის ევერტონის მიერ შეთავაზებული 38 მილიონი ევროთი მოუწევს დაკმაყოფილება, რადგან SportItalia-ს ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, ფეხბურტელმა ანჩელოტის პირობა მისცა, რომ სხვა ყველა წინადადებას დაბლოკავს.


Leave a Reply

Your email address will not be published.