Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალბანესე:“ პირლო მომდევნო სეზონში იუვეს პირველი გუნდის მწვრთნელი არ იქნება“

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის და იუვენტუსის ცნობილი ქომაგის ჯოვანი ალბანესეს ინფორმაციით, ანდრეა პირლო მომდევნო სეზონში იუვენტუსის პირველი გუნდის თავკაცი აღარ იქნება.

წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით მაესტრო იუვენტუსს არ დატოვებს და ის 23-წლამდელთა გუნდს ჩაიბარებს, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მის შემცვლელს უკვე ეძებს და ამ ეტაპზე მისი შეცვლის მთავარი ვარიანტი მაქს ალეგრია, რომელთანაც La Repubblica-ს ინფორმაციით, ბიანკონერიმ 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.