Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალბერტინი:“ მილანმა პირველ ადგილზე ყოფნა დაიმსახურა“

ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად პარმას სპორტულმა დირექტორმა დემეტრიო ალბერტინიმ მილანის და ინტერის შესახებ ისაუბრა.

„მილანი მიმდინარე სეზონში საოცრებებს აკეთებს. ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ როსონერი ზამთრის ჩემპიონი გახდებოდა. მართალია სხვა ძლიერმა გუნდებმა ქულები გაანიავეს, თუმცა მილანმა პირველ ადგილზე ყოფნა ნამდვილად დაიმსახურა.

„შესაძლოა როსონერიმ სკუდეტოს მოპოვება მაინც ვერ მოახერხოს, თუმცა ერთი რამ ნათელია, დიავოლო დაბრუნდა და მომავალ სეზონში ისინი უფრო ძლიერები იქნებიან.

„ინტერს რაც შეეხება, უკვე გასულ სეზონში ნათელი იყო, რომ ისინი ტიტულისთვის იბრძოლებდნენ. მათ ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი ფული დახარჯეს და ჰყავთ ისეთი დონის მწვრთნელი, როგორიც ანტონიო კონტეა.“