Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალბიოლი:“ ნაპოლიმ სკუდეტო დაიმსახურა“

პარტენოპეის ყოფილმა უკანახაზელმა, რაულ ალბიოლმა 2018 წლის სეზონი გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ სეზონში ნაპოლიმ სკუდეტოს მოგება დაიმსახურა.

ალბიოლი ნაპოლიში 2013 წელს, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა და 2019 წლამდე მათ რიგებში თამაშობდა.

„ნეაპოლში თავს ყოველთვის ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი ნაპოლიში ხილვა რაფა ბენიტესს უნდოდა და მასთან მუშაობის წინააღმდეგი არც მე ვიყავი.

„იტალიაში ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ყველა ძალიან კარგად დამხვდა და გუნდი მონდომებული იყო, რომ ტიტულები მოგვეპოვებინა. სამწუხაროა, რომ სკუდეტოს მოგება ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

„2018 წელს ტურინში იუვენტუსის დამარცხების შემდეგ გვეგონა, რომ სკუდეტო ჩვენი იყო. როდესაც სახლში დავბრუნდით, აეროპორტში 5000 ადამიანი დაგვხვდა და 3 საათის განმავლობაში მათთან ერთად ვზეიმობდით.

„ნეაპოლში 6 არაჩვეულებრივი სეზონი გავატარე, რომელსაც გულში ვინახავ.“