Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრიმ ანიელის რონალდუს გაყიდვა ურჩია

ცოტა ხნის წინ იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი მაქს ალეგრი და გუნდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ერთმანეთს სეხვდნენ და იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ანიელის საინტერესო რჩევა მისცა.

Repubblica-ს მტკიცებით, ალეგრიმ ანიელის კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა ურჩია, რადგან მისი აზრით პორტუგალიელი ფორვარდი გუნდის განვითარებას და ზრდას უშლის ხელს და ახალგაზრდა ფეხბურთელები მის გამო ბოლომდე ვერ იხსნებიან.

რონალდუს კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წელს იწურება და მხარეები ერთმანეთს სეზონის ბოლოს შეხვდებიან, სადაც საბოლოოდ გაირკვევა – დარჩება თუ არა კრიშტიანუ ტურინში.