Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრიმ არტურთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

არტურს ტრავმების გამო იუვენტუსში არც თუ ისე წარმატებული პირველი სეზონი ჰქონდა, თუმცა როდესაც ის სათამაშოდ მზად იყო, პირლო ბრაზილიელ ფეხბურთელს ყოველთვის ენდობოდა და ძირითადში ხშირად ხვდებდოა ხოლმე.

თუმცა, ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორამციით, მაქს ალეგრი არტურს საკუთარ გუნდში ვერ ხედავს და იუვენტუსს ფეხბურთელის გაყიდვა სთხოვა.

არტური ტურინელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისი გაყიდვით გუნდი სატრანსფერო თანხასთან ერთად, ხელფასის სახით საკმაოდ მსუყე ფულს დაზოგავს, რაც ლოკატელის, დე პაულის და სხვა სამიზნეების გაფორმებაში დაეხმარება.