Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრიმ იუვეს გამო 5 გრანდი უარით გაისტუმრა

მაქს ალეგრის მენტორის და უახლოესი მეგობრის ჯოვანი გალეონეს თქმით, ალეგრიმ იუვენტუსის გამო არაერთ გრანდს უთხრა უარი.

„იუვენტუსში მუშაობის ბოლო წლის განმავლობაშ, ალეგრის გადაბირება ჩელსის, მადრიდის რეალს, არსენალს, პსჟ-ს და მანჩესტერ იუნაიტედს სურდათ, მან ყველა წინადადება ერთი სეზონის განმავლობაში მიიღო, თუმცა მაქსმა იუვენტუსის გამო თითოეული მათგანი უარით გაისტუმრა.

„იუვენტუსს რამდენიმე დღე რომ დაეგვიანებინა, მაქსი ახლა მადრიდის რეალის მწვრთნელი იქნებოდა, თუმცა ის რეალის პროექტში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო.

„ჩემი აზრით, ალეგრი იუვენტუსში გასული სეზონის სტარტზე რომ დაბრუნებულიყო, ის დიდ შეცდომას დაუშვებდა, ახლა კი ტურინელებმა გააანალიზეს, რომ მისი გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვეს და მაქსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.“

გათიშვა