Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრიმ იუვეში პაუ ტორესის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

იუვენტუსი მატაის დე ლიხტის პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და ბოლო საათებში იტალიურ მედიაში ყველაზე ხშირად ვილიარეალის უკანახაზელის პაუ ტორესის სახელი ისმის.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, 25 წლის ესპანელი ფეხბურთელის იუვენტუსში ტრანსფერს ბიანკონერის თავკაცმა მაქს ალეგრიმ მწვანე შუქი უკვე აუნთო, მაგრამ პრობლემა ვილიარეალის მოთხოვნილი თანხაა.

წყაროს ცნობით, ესპანელები ტორესის სანაცვლოდ, რომლის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 60 მილიონია მითითებული, მინიმუმ 50 მილიონს ითხოვენ, იუვეს კი 35-40 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.