Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრისა და იუვენტუსს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მაქს ალეგრი გუნდის ტრანსფერებით უკმაყოფილო იყო, თუმცა ეს ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა მირკო ნიკოლინომ კატეგორიულად უარყო.

წყაროს ინფორმაციით, ალეგრის, კერუბინისა და არივაბენეს შორის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას ყოველდღიური კონტაქტი იყო და მაქსმა იცოდა, რომ იუვენტუსი ახალი გუნდის შენების პროცესშია და მან გუნდთან გრძელვადიანი, 4-წლიანი კონტრაქტი სწორედ ამიტომ გააფორმა.