Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრისა და რონალდუს შორის პირველი საუბარი შედგა

ESPN-ის ინფორმაციით, მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუსა და იტალიელ სპეციალისტს შორის პირველი საუბარი შედგა, პარალელურად კი პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში მისთვის შესაძლო ვარიანტების ძებნას განაგრძობს.

ალეგრის იუვეში დაბრუნების შემდეგ, რონალდუს ტურინიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე კრიშტიანუ რონალდუ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

ESPN-ის ცნობით, მენდეში მადრიდის რეალს, მანჩესტერ იუნაიტედს და პსჟ-ს წარმომადგენლებს რონალდუს ტრანსფერის შესახებ უკვე ესაუბრა და 36 წლის კრიშტიანუ საბოლოო გადაწყვეტილებას, დარჩება თუ არა ის იუვენტუსში, ან სად გააგრძელებს კარიერას, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.