Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრისთვის პირორიტეტი მადრიდის რეალია

მაქს ალეგრიმ რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს სამწვრთნელო კარიერას განაახლებს და მას შემდეგ MAD MAX-ის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს.

ალეგრის კანდიდატურამ იუვენტუსის, ნაპოლის, რომას და ინტერის მიმართებაშიც კი გაიჟღერა, მაგრამ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მაქსისთვის პრიორიტეტული მადრიდის რეალის ჩაბარებაა.

მოარული ხმების თანახმად, ბლანკოსი სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანს გუნდიდან გაუშვებს და ფლორენტინო პერესს მის შემცვლელად გუნდში სწორედ იტალიელი სპეციალისტის ხილვა სურს. წყაროს ცნობით, რეალის პრეზიდენტსა და ალეგრის შორის მარტიდან მოყოლებული ხშირი კონტაქტია და მხარეები ზიდანის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.