Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის ბაიერნში მისვლა რეალური ხდება…

იტალიური მედიის შემდეგ, მაქს ალეგრის ბაიერნში მისვლის შესახებ ცნობები გერმანიაშიც გავრცელდა.

იუვენტუსის და მილანის ყოფილი თავკაცი უკვე 2 წელია, რაც უსაქმოდ არის, მაგრამ მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

ჰანს ფლიკმა ბაიერნთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ის სავარაუდოდ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და გერმანიის ნაკრებს ჩაიბარებს, რეკორდმაისტერს კი მისი შემცვლელის 2 ვარიანტი ჰყავს: ლაიფციგის ნაგელსმანი და მაქს ალეგრი, რომელიც ასევე იუვენტუსს, რომას და ნაპოლის დაუკავშირეს.