Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის დაბრუნების შემთხვევაში, იუვეს პრიორიტეტი კინი იქნება

მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შესახებ ხმები არ წყდება და იტალიური მედია მაქსის სასურველ ტრანსფერებზეც ალაპარაკდა.

Gazzetta.it-ის მტკიცებით, მაქსის გუნდში დაბრუნების შემთხვევაში მისი პირველი მოთხოვნა შეტევის გასაძლიერებლად გუნდში მოიზე კინის დაბრუნება იქნება, რომელიც ევერტონის საკუთრებაშია და ამჟამად პსჟ-ს რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს.

კინმა ალეგრის მიმართ სიმპატია არაერთხელ დააფიქსირა და მაქსის ტურინში დაბრუნება მოიზეს კარიერის იტალიაში გაგრძელებისკენ კიდევ ერთი ბიძგი იქნება.

გათიშვა