Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის ისტორიული შედეგი სერია ა-ში…

გუშინ მაქს ალეგრის იუვენტუსმა სახლში ჯენოა მარტივად დაამარცხა, კრიტიკოსები ცოტა ხნის დაადუმა და იტალიელმა სპეციალისტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.

ალეგრი გახდა მეორე მწვრთნელი სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში 250-ე გამარჯვებას მიაღწია, პირველად ამის გაკეთება ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ მოახერხა, რომლის ანგარიშზეც 275 გამარჯვებაა.

ალეგრის 250 გამარჯვების მოსაპოვებლად 410 მატჩის გამართვა დასჭირდა. პროცესში მისმა გუნდებმა 738 გოლი გაიტანეს და 368 გაუშვეს. აღნიშნული 250 გამარჯვებიდან MAD MAX-მა იუვენტუსში ზუსტად 150-ე გამარჯვება იზეიმა.