ალეგრის იუვესთან კონტრაქტი დაუმთავრდა

მაქს ალეგრის ტურინის იუვენტუსთან გაფორმებული კონტრაქტს ვადა დღეს ოფიციალურად გაუვიდა.

ალეგრიმ იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოზიცია გასულ ზაფხულს დატოვა,თუმცა მას კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი,რომლის მიხედვითაც გუნდიდან წასვლის მიუხედავად,მიმდინარე სეზონში 7 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ახლა ის თავისუფალია და შეუძლია,სხვა გუნდებთან აწარმოოს მოლაპარაკებები.MAD MAX-მა ბებერ ქალბატონთან ერთად 5 სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა 2-ჯერ მოახერხა.

იტალიელს მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებდნენ,თუმცა წითელი ეშმაკები სოულშერის გაშვებას არ აპირებენ და ყველაზე რეალური ვარიანტი მაქსის პსჟ-ში მისვლაა.

Leave a Reply

Your email address will not be published.