Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის პრიორიტეტული სამიზნე პოლ პოგბაა…

Calciomercato-ს ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მაქს ალეგრის მოთხოვნით პოლ პოგბა იქნება.

იუვენტუსს ინტერესი პოგბას მიმართ არც აქამდე აკლდა, თუმცა ახლა ფრანგი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნების შანსი გაცილებით მაღალია. მსოფლიო ჩემპიონის მიმდინარე კონტრაქტი წითელ ეშმაკებთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მას გუნდის შეცვლა უნდა, ამიტომ მანჩესტერს მისი გაყიდვის ბოლო შანსი ახლა აქვს.

პოლის სატრანსფერო ღირებულება 55-60 მილიონამდე მერყეობს, მაგრამ მანჩესტერს კრიშტიანუ რონალდუს დაბრუება სურს და მხარეებს შორის ბარტერი გამორიცხული არა რის.