Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის რონალდუს ნაცვლად გუნდში ვლაჰოვიჩის ხილვა სურს

გასული სეზონის მსვლელობისას კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შესახებ ხმები არ წყდებოდა და მაქს ალეგრის ბიანკონერიში დაბრუნების შემდეგ, პორტუგალიელი ფეხბურთელის ტურინიდან აბარგება უფრო მოსალოდნელი გახდა.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, პსჟ-სა და რონალდუს შორის პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და იუვენტუსმა ლეგენდარული ფეხბურთელის შემცვლელი უკვე შეარჩია.

წყაროს ცნობით, რონალდუს წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი ფიორენტინას ახალგაზრდა ვარსკვლავის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას შეეცდება. როკო კომისოს ვლაჰოვიჩის გაყიდვა არ სურს, თუმცა რონალდუს გაშვებით იუვენტუსი დაახლოებით 80 მილიონს დაზოგავს და მათ ფიორენტინასთვის საკმაოდ მსუყე წინადადების გაკეთების საშუალება ექნებათ.

გათიშვა