Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის სატრანსფერო გეგმები ცნობილია

Aug 1, 2018; Atlanta, GA, USA; Juventus manager Massimiliano Allegri arrives before the 2018 MLS All Star Game against the MLS All-Stars at Mercedes-Benz Stadium. Mandatory Credit: Mark J. Rebilas-USA TODAY Sports

გუშინ იუვენტუსის სათაო ოფისში მაქს ალეგრისა და იუვენტუსის ხელმძღვანელობას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და იტალიელმა სპეციალისტმა მისთვის სასურველი სატრანსფერო სამიზნეები დაასახელა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ალეგრის გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლა სურს და ანიელის პორტუგალიელი ფეხბურთელის გაყიდვას ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ ურჩევდა.

პაულო დიბალა და ალვარო მორატა მომდევნო სეზონში იუვენტუსის მთავარი შემტევი ძალა იქნება. ალეგრის მოთხოვნით, იუვენტუსმა დიბალასთან ახალ კონტრაქტზე საუბრები განახლა, მორატა კი გუნდში იჯარით კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

ალეგრის კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურს და წყაროს ცნობით, მაქსის პრიორიტეტული სამიზნეები დუშან ვლაჰოვიჩი და მაურო იკარდი არიან. ფიორენტინას ფორვარდის გაფორმება მისი სატრანსფერო ღირებულების და ჯენარო გატუზოს ფაქტორის გათვალისწინებით, რომელმაც იები იმ პირობით ჩაიბარა, რომ ვლაჰოვიჩი ფლორენციაში დარჩება, რთული იქნება, იკარდი კი პსჟ-მ შესაძლოა რონალდუს ტრანსფერში გამოიყენოს.

ჯიჯო დონარუმა იუვენტუსის რადარზე რჩება, თუმცა მაქსი არც შესნის დარჩენის წინააღმდეგი არ არის და თუ იუვემ შესაბამისი წინადადება არ მიიღო, პოლონელი კიპერი ტურინში დარჩება.

იუვენტუსს დიდი ალბათობით მერიჰ დემირალი დატოვებს, რომელიც მეტ სათამაშო დროს ითხოვს და იმის გათვალისწინებით, რომ ჯორჯო კიელინი გუნდში რჩება, იუვეს დემირალის მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუჭირდება. ალეგრის თურქი უკანახაზელის შემცვლელად ფიორენტინას უკანახაზელი ნიკოლა მილენკოვიჩი სურს, რომელსაც იებთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მას ფლორენციის დატოვება სურს.

ნახევარდაცვას რაც შეეხება, მაქსის პრიორიტეტული სამიზნეები პოლ პოგბა და მირალემ პიანიჩი არიან, თუმცა უკანასკნელი მათგანი იუვენტუსში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ბარსელონა ბოსნიელ ფეხბურთელს იჯარის წესით გაანათხოვრებს.

გათიშვა