Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალეგრის უარი პსჟ-ს, იტალიელი კონტეს გადაწყვეტილებას ელოდება

ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, პსჟ თომას ტუხელის გუნდიდან გაშვებას განიხილავს და ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაქს ალეგრის ხილვა სურთ.

თუმცა, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ალეგრის პსჟ-ში მისვლას ნერაძურის მწვრთნელობა ურჩევნია და იმ შემთხვევაში, თუ კონტე ინტერიდან წავა, იტალიელი სპეციალისტი ფრანგებს უარით გაისტუმრებს და ფეხბურთს ნერაძურის მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება.

ალეგრიმ კონტე 2014 წელს იუვენტუსში უკვე შეცვალა და დიდი ალბათობით, ინტერში იგივე განმეორდება. გუნდში მაქსის მისვლა სურს ბეპე მაროტასაც, რომელთან ერთადაც ალეგრი იუვენტუსში უკვე მუშაობდა და ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.