Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის შესანიშნავი მაჩვენებელი…

მაქს ალეგრი იუვენტუსში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მისი შესანიშნავი მაჩვენებელი ხელუხლებელი დარჩა.

მაქსმა დღეს ანდრეა ანიელისთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა (იხილეთ აქ) და მისი მეორე ციკლი იუვენტუსში ოფიციალურად დაიწყო, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა იუვეში გატარებული 5 სეზონის განმავლობაში გუნდის ისტორია დაწერა და შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა.

ბიანკონერის რიგებში გატარებული 5 სეზონის განმავლობაში, მაქს ალეგრიმ ჩატარებული მატჩების 74 პროცენტი მოიგო, რითიც ის გუნდის ისტორიაში პირველ ადგილზეა და გასულ 7 წელიწადში მასზე მეტი შეხვედრის მოგება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ ატლეტიკოს დიეგო სიმეონემ მოახერხა, თუმცა სიმეონეს პროცენტული მაჩვენებელი ალეგრიზე გაცილებით ნაკლები – 61.2 გახლავთ, გუარდიოლა – 73.6, კლოპი – 62.7.