Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი ბენტანკურისა და სანდროს თამაშით უკმაყოფილოა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ალექს სანდრო და როდრიგო ბენტანკური იუვენტუსის რიგებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ ორივე ფეხბურთელი, რომლებიც ბოლო წლებში არც თუ ისე წარმატებულად ასპარეზობდა, ალეგრის დაბრუნების შემდეგ ძველებურ ფორმას დაიბრუნებდნენ, თუმცა მათ როგორც ალეგრის, ასევე ბიანკონერის მენეჯმენტს იმედები გაუცრუეს და ტურინელები ორივეს გსხვისებას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, ყველაზე დიდი პრობლემა ალექს სანდროს ხელფასია, რომელიც წლიურად იუვენტუსში 6 მილიონს იღებს, რაც მას სერია ა-ში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქვევს…