Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ბოლონიასთან მატჩი ყოველთვის ძალიან რთულია, დიბალა ვერ დაგვეხმარება“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ბოლონიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„პირველ რიგში მინდა იუვენტუსის ქალების გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მივულოცო, რაც გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა.

„გუნდს რაც შეეხება, ჩვენ კარგად ვივარჯიშეთ, სამწუხაროდ დიბალა ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. კიეზა და დანილო სასრეაბილიტაციო პროცესს აგრძელებენ, კიელინი კი სავარაუდოდ განაცხადში იქნება.

„კულუშევსკი ? მან ოპერაციის შემდეგ წონა დაკარგა, ამიტომ 90 წუთი თამაშისთვის მზად არ არის, თუმცა მისი ყოფნა სკამზე ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიბალა ? მისი დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ჩვენ გარისკვა არ გვსურს. მას გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა კალიარისთან მატჩისთვის მომჯობინებას.

„ლოკატელი ? მას რამდენიმე სავარჯიშო სესიის გამოტოვება მოუწია და ვნახოთ, არის თუ არა თამაშისთვის მზად. შეტევის ხაზს რაც შეეხება, მორატა სასტარტოში იქნება, კინსა და კაიო ჟორჟეს შორის კი, რომელმაც ვენეციასთან მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არჩევანი უნდა გავაკეთო.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ახლა ამ თემაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. ახლა ჩვენ კონცენტრაცია ბოლონიასთან მატჩზე უნდა გავაკეთოთ, რომელიც მარტივი არასოდეს არის.

„ველოდებოდი თუ არა ასეთ სირთულეებს ? მე გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ჩვენ ასეთ მომენტებში, როდესაც ჩვენი შედეგები იუვენტუსისთვის დამახასიათებელი არ არის, ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და სიტუაცია შევცვალოთ.

„ჩვენ უდინეზეს, ვერონას, ემპოლის, სასუოლოს და ვენეციას წინააღმდეგ შესაძლო 15 ქულიდან 2 ქულა ავიღეთ, რაც ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება.

„რემსი ? ის ვერც მომდევნო ტურში დაგვეხმარება.“