Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო…“

მაქს ალეგრიმ მალმოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იუვენტუსმა სეზონის პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე ალექს სანდროს, ალვარო მორატას და პაულო დიბალას გოლებით მოიპოვა და პირველად მარტის შემდეგ, კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

„ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გუნდებზე ყოველთვის უფრო მეტი ზეწოლა მოდის, ეს განსაკუთრებით სტუმარ გუნდს ეხება და ამ ყველაფერს სერია ა-ს ცუდი სტარტიც ემატებოდა.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს და ტაქტიკურად შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს. პირველ ნახევარში გარკვეულ ეპიზოდებში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ ამას ფეხბურთელებთან ერთად განვიხილავთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ.

„კარის მშრალად შენახვა, რის გაკეთებასაც იუვენტუსი უკვე დიდი ხანი ვერ ახერხებდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ტაიმის შემდეგ მე ბიჭებს ვუთხარი, რომ დღეს გოლი არ უნდა გაგვეშვა და საბედნიეროდ ამის გაკეთება მოვახერხეთ.

„სპორტში ფსიქოლოგიური ასპექტი 90 პროცენტს ნიშნავს, რადგან ინდივიდუალური შეცდომების გამო, რომელიც ამ სეზონში არაერთხელ დავუშვით, გუნდის გარშემო ნეგატიური ატმოსფერო იქმნება, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს, ამიტომ ეს პირველი გამარჯვება ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა.

„მილანთან მატჩი ? მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ და შესანიშნავი პერიოდი უდგათ, ამიტომ ეს ჩვენ მოტივაციას გვმატებს, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ.“