Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ გუნდის სიტუაცია ჩემი ბრალია, მაგრამ მე ჩვენი პროექტის წარმატებაში დარწმუნებული ვარ…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ სალერნიტანასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები უნდა გავიდეთ და მეტოქე გუნდს პატივი უნდა ვცეთ. მონცამ საშინაო მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა, მათ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

„გოლების აბსოლუტური უმეტესობა, რომლებიც ჩვენ ამ მომენტისთვის გავუშვით, ყურადღების მოდუნების ბრალი იყო, ჩვენ მეტი კონცენტრაცია გვმართებს და მომენტები უკეთ უნდა წავიკითხოთ.

„სიტუაცია ტრავმების მხრივ ? ყველასთვის გასაგები ფაქტია, რომ როდესაც შენ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელების გაყვანას ვერ ახერხებ, ეს გუნდის თამაშზე გავლენას ახდენს.

„ჩვენ ჯერ სეზონი ახლახანს დავიწყეთ, თუმცა გუნდში კუნთის 11 ტრავმა დაფიქსირდა, იმავე მიზეზით გასულ წელს ფეხბურთელი სულ 10-ჯერ დაგვაკლდა. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ შეცდომებს არ ვუშვებთ. ყველაზე მეტ შეცდომას მე ვუშვებ და პასუხისმგებელიც მე ვარ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტრავმებმა ჩვენს თამაშს გარკვეული დაღი დაასვა.

„ახლა ყველაფერე ნეგატიურად ფიქრის დრო არ არის, ჩვენ ხვალ სასურველი შედეგი უნდა მოვიპოვოთ, შემდეგ კი ცოტა დავისვენოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდებიან. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონში გამარჯვებისთვის თამაში მოგვიწევს, ეს ჩვენთვის ფინალის ტოლფასი შეხვედრა იქნება.

„რატომ არ გვაქვს კონკრეტული სქემა ? მე მინდა, რომ ჩვენ ერთ კონკრეტულ სქემაზე დამოკიდებულები არ ვიყოთ და ტაქტიკა იმის მიხედვით შევარჩიოთ, თუ რომელი ფეხბურთელია მწყობრში იმ მომენტისთვის. ჩვენი პრობლემა ტაქტიკის და სქემის ბრალი არ არის, ჩვენ შეცდომების რაოდენობა უნდა შევამციროთ, მაგალითისთვის ბენფიკას პირველი გოლი, მე 11-მეტრიანს არ ვგულისხმობ, ჩვენ ბურთი მეტოქის ნახევარზე დავკაეგეთ, რამაც 11-მეტრიანი და საბოლოო ჯამში ჩვენს კარში გასული გოლი გამოიწვია.

„ტრავმირებულები ? ლოკატელი, ალექს სანდრო და რაბიო ვერ ითამაშებენ, შესნი დაგვიბრუნდა, მაგრამ ის საუკეთესო ფორმაში არ არის, ფეხზე გარკვეული დისკომფორტი კდიევ აქვს, ამიტომ კარს პერინი დაიცავს. დი მარია სასტარტო შემადგენლობაში იქნება, კინსა და კოსტიჩს შორის კი არჩევანის გაკეთება მომიწევს.

„შეცდომები, რომლებიც შესაძლოა მე დავუშვი ? ცვლილებები, ფორმაცია, მომზადება მატჩისთვის, ზუსტად ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი შედეგები იმის აშკარა სიგნალია, რომ შეცდომები საკმარსიზე მეტი დავუშვით.

„მქონდა თუ არა საუბარი გუნდის ხელმძღვანელობასთან ? თუ იმას მეკითხებით, იყო თუ არა ჩემი გაშვების საკითხი განხილული, მე ალბათ ეს დიალოგი გამოვტოვე, ისე კი გუნდის ხელმძღვანელობასთან მე ყოველდღიური საუბარი მაქვს, ჩვენ ყველაფრის ანალიზს ვაკეთებთ.

„ვღელავ თუ არა გუნდიდან შესაძლო გაშვების გამო ? მე დარწმუნბული ვარ იმ პროექტში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ ისიც არ მიკვირს, რომ მედიაში ამ თემაზე საუბარი აქტუალურია, რადგან ჩვენი შედეგები ამ მომენტისთვის მოლოდინებს არ შეესაბამება და ამაში დამნაშავე ყოველთვის მწვრთნელი და მისი შტაბია.“