Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ერთ-მატჩიან დუელში ფავორიტები არ არსებობენ“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ინტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალისთვის ჩვენ ლეო ბონუჩი და ალექს სანდრო გვიბრუნდებიან, თუმცა ისინი სავარაუდოდ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არიან, დაილო კი მომდევნო კვირას დაგვიბრუნდება.

„იმის გამო, რომ შესნის მწვანე საშვი არ აქვს, ის ხვალ თამაშს ვერ მოახერხებს, ამიტომ სასტარტოში პერინი იქნება. ჩვენი ყველა ფეხბურთელი ვაქცინირებულია, თუმცა შესნიმ ვაქცინა მოგვიანებით გაიკეთა და მას სკამზე დარჩენა მოუწევს.

„რუგანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა რომასთან მატჩის შემდეგ ? მე არ მინდა, ვინმეს მიმართ კრიტიკული ვიყო, თუმცა ვფიქრობ, რომ რუგანის მიმართ დაუმსახურებელი შეფასებები გამოითქვა. ვფიქრობ, რომ ის რომასთან შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამის აღნიშვნა აუცილებლად მსურდა.

„კიეზა ? მე მას რამდენჯერმე ვესაუბრე, ფედეს გამო ძალიან ვწუხვარ, ის მთელს იტალიურ ფეხბურთს დააკლდება, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მენტალურად ძლიერია და ამ დაბრკოლებას მარტივად გაუმკლავდება, ჩვენ კი მისი არყოფნის დროს მეტი მუშაობა მოგვიწევს.

„ტრანსფერები ? მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, მე გავაგრძელებ მუშაობას იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემს განკარგულებაშია. კულუშევსკის, კაიოს, მორატას, დიბალას და კუადრადოს ვინგერის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.

„კულუშევსკი ? მე მას გუშინ ვესაუბრე. ის იუვენტუსში უკვე 2 წელია იმყოფება და უკვე ესმის, რას ნიშნავს იყო ბიანკონერი. დეიანმა მენტალურ ასპექტში უნდა მოუმატოს, სწორედ ეს არის წარმატებული კარიერის საიდუმლო.

„ჩვენ პასების დროს უფრო აკურატულები უნდა ვიყოთ. ხშირად დაცვიდან ბურთს ამოტანის დროს ძალიან ვჩქარობთ და ბურთს ვკარგავთ, ამ ასპექტზე აუცილებლად უდნა ვიმუშაოთ.

„ფავორიტი ხვალინდელ მატჩში ? ერთ-მატჩიანი დუელში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, ჩემპიონატს კი როგორც წესი საუკეთესო გუნდი იგებს, რომელიც ამ მომენტისთვის ჩემი აზრით ინტერია.“