Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ეს მარცხი მოტივაციად უნდა ვაქციოთ…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული დაპირისპირება გამოვიდა. ჩვენ იტალიაში საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, თუმცა მათ ბევრის შექმნის საშუალება არ მივეცით. ეს მარცხი ძალიან ტკივნეულია, თუმცა ეს სიბრაზე მოტივაციად უნდა ვაქციოთ და სეზონის დარჩენილ ნაწილში უკეთესაც ვითამაშოთ.

„სანდროს შეცდომა ? ასეთი რამისგან გაზღვეული არავინ არის, სანდრომ ბოლო პერიოდში თავისი ჩვეული ფორმა დაიბრუნა. ასევე კმაყოფილი ვარ რუგანის თამაშით.

„მე ბიჭებს დღევანდელი მატჩისთვის კომპლიმენტი ვუთხარი, რადგან სან სიროზე მოქმედი ჩემპიონების და ლიდრების წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და აშკარაა, რომ გუნდი განვითარებას განაგრძობს.“