Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ იანვარში ახალ ფეხბურთელებს არ ველოდები“

მაქს ალეგრიმ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ზამთრის სატრანსფერ ოფანჯრის პერიოდის დროს გუნდის გაძლიერებას არ ელოდება.

„დაცვაში დღეს გუნდმა ძალიან ორგანიზებულად ითამაშა, როგორც უნდა იყოს კიდეც. ვენეციასთან შედარებით, ჩვენ სტარტიდან სწორი მიდგომა გვქონდა, მაგრამ წინ უფრო ხშირად უნდა მივდიოდეთ.

„ბოლონია ძალიან ხარისხიანი გუნდია და გასაკვირი არ არის, რომ მათ გარკვეული შანსები ჰქონდათ, მაგრამ საერთო ჯამში დღეს დაცვაში კარგად ვითამაშეთ.

„ახლა მოდუნების დრო არ გვაქვს, იანვარში ძალიან ბევრი მატჩია პირდაპირი კონკურენტების წინააღმდეგ და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მათთან სხვაობა შევამციროთ.

„არტური ? მას სიტუაციების წაკითხვა უკეთ უნდა შეეძლოს. იყო მომენტები, როდესაც მას ბურთი უნდა შეენარჩუნებინა, ამის ნაცვლად კი ვერტიკალურ პასებს აკეთებდა.

„ის ბარსელონაში სხვა ფეხბურთს მიეჩვია, სადაც დაცვის წინ ყოფნა არ უწევდა, ამის გარდა ის ბურთს გაცილებით მეტჯერ ეხება, ვიდრე ამას ჩვენ ვაკეთებთ. ვფიქრობ, რომ თუ ის დაცვის წინ სწორი მენტალობით ითამაშებს, შეუძლია გუნდისთვის სასარგებლო იყოს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩემი აზრით, იუვენტუსს შესანიშნავი შეამდგენლობა ჰყავს და ჩვენ ამ გუნდით მუშაობას სეზონის ბოლომდე გავაგრძელებთ. ამ შემადგენლობას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, თუ თავდაჯერებულობას დაიბრუნებს და მიზნების მიღწევას მთელი გულით ეცდება. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ტაქტიკურად, ტექნიკურად განვითარდეთ, რაც შედეგებშიც აისახება.“