Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალეგრი ინტერში მისვლასთან ძალიან ახლოს იყო

ჯოვანი გალეონეს თქმით, რომელიც მაქს ალეგრის მენტორი და ახლო მეგობარია, ალეგრის ინტერში მისვლა ფაქტობრივაგ გადაწყვეტილი იყო.

„მაქსი ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ყველაფერი მზად იყო, თუმცა შემდეგ ანტონიო კონტემ და გუნდის პრეზიდენტმა საერთო ენა გამონახეს და მისი ნერაძურიში მისვლა ჩაიშალა.“

მაურიციო სარის წასვლის შემდეგ, მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნებაზეც დაიწერა.

„ალეგრის ანიელისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა გუნდში არიან ფიგურები, რომლებსაც მისი დაბრუნება არ სურთ, ამიტომ მისი ტურინში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.