Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალეგრი ინტერში მუშაობაზე თანახმაა

ანტონიო კონტეს მომავალი ხუთშაბათს გადაწყდება, როდესაც ერთმანეთს გუნდის მთავარი მწვრთნელი და ნერაძურის ხელმძღვანელობა შეხვდებიან. იტალიაში სხვადასხვა წყარო ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ. ზოგის აზრით, კონტეს გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია, ზოგი კი თვლის, რომ ის ნერაძურის კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ კიდევ 2 წელი უხელმძღვანელებს.

ასეა თუ ისე, ჩვენ ყველაფერს ხუთშაბათს გავიგებთ, თუმცა ინტერი მისი სავარაუდო შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა და მთავარ კანდიდატად მილანის და იუვენტუსის ყოფილი თავკაცი, მაქს ალეგრი სახელდება.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ნერაძურის წარმომადგენლები MAD MAX-თან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე დღეა მართავენ და მათ ალეგრის თანხმობა უკვე მიიღეს. ალეგრი არც იმაზე დარდობს, რომ წინა სასეზონო მოსამზადებელი პერიოდისთვის ცოტა დრო ექნება და მზად არის, რომ ინტერს სათავეში ჩაუდგეს.

კონტეს შესაძლო შემცვლელად ბოლონიას სინიშა მიჰაილოვიჩი და სასუოლოს რობერტო დე ზერბიც დასახელდნენ, თუმცა ალეგრი ჯერჯერობით აშკარა ფავორიტია.

Leave a Reply

Your email address will not be published.