Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი იუვენტუსში ბრუნდება

იუვენტუსის კიდევ ერთ წარუმატებელი ტურის შემდეგ, გუნდიდან ანდრეა პირლოს წასვლის შესახებ ხმები კვლავ აქტუალური გახდა და მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად ისევ მაქს ალეგრი სახელდება.

La Repubblica-ს ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ყველა წინადადება უარით გაისტუმრა და მან იუვენტუსთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. წყაროს ცნობით, ალეგრის გუნდში მისვლის შემთხვევაში გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს.