Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი იუვეს დირექტორების მოქმედებით უკმაყოფილოა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მაქს ალეგრი იუვენტუსის დირექტორების მოქმედებით უკმაყოფილოა და ის გუნდის ხელმძღვანელობისგან სხვა სატრანსფერო ფანჯარას ელოდებოდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ალეგრიმ ანიელის და კერუბინის თავისი უკმაყოფილება ღად დაუფიქსირა და აღნიშნა, რომ მათ პირობა არ შეასრულეს, რომელიც მაქსმა გუნდში დაბრუნებამდე მიიღო.

წყაროს ცნობით, ალეგრი გუნდში რეჯისტას და რონალდუს წასვლის შემდეგ კინის გარდა კიდევ ერთ ფორვარდს ითხოვდა, მაგრამ იუვენტუსმა მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

იუვენტუსს ალეგრის მისვლის შემდეგ პიანიჩს უკავშირებდნენ და მაქსი ბოსნიელის დაბრუნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ მისი ასაკის და მაღალი ხელფასის გამო, ტურინელებმა მირალემზე უარი თვეს.