Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ კიეზა ხვალინდელ მატჩში ვერ დაგვეხმარება, პოგბა და ვლაჰოვიჩი მზად არიან, მაკკენი გუნდს ტოვოებს…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ მონცასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ბოლო 2 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოვიპოვეთ და 8 გოლი გავუშვით, ამიტომ ნათელია, რომ ამ ასპექტში გაცილებით მეტი მოგვეთხოვება. იუვენტუსს საწყის 17 მატჩში 7 გოლი ჰქონდა გაშვებული, ბოლო 2 შეხვედრაში კი მეტოქეებს 8 გოლის გატანის საშუალება მივეცით. ჩვენ ვალდებულები ვართ, დაცვაში ძველებურ თამაშს დავუბრუნდეთ, რადგან ახლა თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს იუვენტუსთან ? მე ჯონ ელკანს ვესაუბრე, მაგრამ კონტრაქტის საკითხი განხილული არ ყოფილა. ახლა თითოეული ჩვენგანის სრული კონცენტრაცია მიმდინარე სეზონზე უნდა იყოს, რადგან ჩვენი სიტუაცია კარგად მოგეხსენებათ და სხვა თემებზე ფიქრის დრო არ გვაქვს.

„პოგბა და ვლაჰოვიჩი ? ორივე მათგანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და გუნდის დასახმარბელად მზად არიან. კიეზას კუნთის გადაღლილობა აქვს, ის და კუადრადო გუნდს ლაციოსთან მატჩში დაუბრუნდებიან.

„ვინ ითამაშებს მარჯვნივ და ვაპირებთ თუ არა ვინმეს გაფორმებას ? ჩვენ არავის გაფორმებას არ ვაპირებთ. ჩვენ მარჯვენა ფლანგზე კუადრადო, დე შილიო და სოულე გვყავს.

„პოგბა და ვლაჰოვიჩი ? დუშანი უკეთეს ფიზიკურ კონდიციებშია, ორივე მათგანს მოედანზე დაახლოებით 30 წუთის გატარება შეუძლიათ.

„იქნება თუ არა ხვალინდელ მატჩში მაკკენი ? არა, ვფიქრობ, რომ იუვენტუსმა ერთ-ერთ დაინტერესებულ გუნდთან საერთო ენა გამონახა, ამიტომ ის ხვალინდელი მატჩის განაცხადში არ იქნება.

„შეგვიძლია თუ არა მეორე წრეში 50 ქულის დაგროვება ? ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ იფიქრებდა ვინმე, რომ სეზონის პირველ ნახევარში, ასეთი ტრავმიანობის ფონზე, გუნდი 38 ქულას მოაგროვებდა ? ჩვენ სეზონის პოზიტიური ნახევარი გვქონდა, მივეცით შანსი ბევრ ახალგაზრდა ტალანტს და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება, ჩვენ პროგრესის კარგი შესაძლებლობა გვაქვს.“