Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ლოკატელი 30 წუთს ითამაშებს“

მაქს ალეგრიმ ემპოლისთან მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.

„ვართ თუ არა უფრო რთული გასაშიფრი ახლა, როდესაც რონალდუ აღარ გვყავს ? ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება, მთავარია დღეს სეზონის პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენ უდინეში 2 უმნიშვნელოვანესი ქულა დავტოვეთ და დღეს იგივე არ უნდა გავიმეოროთ.

„საბედნიეროდ მატჩს დღეს ქომაგები დაესწრებიან, მათგან წამოსული პოზიტივი კი გუნდს ძალიან დაეხმარება, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება და ჩვენ მუშაობისთვის მედი დრო გვექნება.

„რატომ არ არის ლოკატელი ძირითადში ? ის ჯერჯერობით ფიზიკურად 100 პროცენტით მზად არ არის. მანუ ერთი თვის დაგვიანებით შემოგვიერთდა, ამიტომ მას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ფორმაში ჩადგეს. მან კვირის განმავლობაში კარგად იმუშავა და სათამაშოდ 30 წუთს მიიღებს.

„ჩვენ ვუპირისპირდებით მეტოქეს, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ, რადგან ისინი კარგ, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ.“