Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ მეზღვაურები შტორმიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობენ“

მაქს ალეგრიმ ჩელსის დამარცხების შემდეგ Juventus TV-სთან ისაუბრა.

„გააკრიტიკეს თუ არა იუვენტუსის ნავი და მეზღვაური ალეგრი ზედმეტად ადრე ? როგორც წესი, მეზღვაურები შტორმიდან სამშვიდობოს ყოველთვის პოულობენ. დღეს ბიჭებმა ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს.

„ჩვენ დაცვის ხაზში თითქმის სრულყოფილად ვიმუშავეთ. პირველ ტაიმში უფრო მეტი ტექნიკური შეცდომა დავუშვით და პასების დროს ვცდებოდით, მაგრამ საერთო ჯამში ჩელსიმ სულ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა.

„2 მატჩი, 6 ქულა და 0 გაშვებული გოლი, მე ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ვერაფერს მოვითხოვ.

„გავინაღდეთ თუ არა უკვე მომდევნო ეტაპის საგზური ? არა, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ნამდვილად ძალიან დიდი ნაბიჯია.

„იპოვეს თუ არა ბენტანკურმა და ლოკატელიმ სწორი ქიმია და დავუბრუნდებით თუ არა 3-ნახევარმცველიან სქემას ? ჯერჯერობით ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ადრეა. პირველ რიგში ჩვენ არტურის დაბრუნებას ველოდებით, რომელიც სავარაუდოდ გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება.”

„ბენტანკურს თამაშის წარმართვა მარტოს უჭირს, ლოკატელი კი მას ძალიან კარგად ეხმარება, რადგან მას ასეთ სქემაში თამაშის გამოცდილება აქვს. დღეს ბენტანკური-ლოკატელის დუეტმა შესანიშნავად იმუშავა.

„რაბიოს რაც შეეხება, მან არც თუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატა, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ჩვენი მეტოქე დღეს ევროპის ჩემპიონი იყო.“

(პატრის ევრას კითხვა ავტ.) – ჩვენ დღეს ვიხილეთ იუვე, რომელიც შენი გუნდიდან წასვლამდე გვახსოვდა…

„პირველ რიგში ეს შენი დამსახურებაა, შენ ჩვენ იღბალი მოგვიტანე. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გვეჩვენებინა, რომ ასეთი დიდი მატჩების მოსაგებად მსხვერპლზე უნდა წახვიდე, თითოეულ მომენტში ბოლომდე იბრძოლო და იმის ამბიცია უნდა გქონდეს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგიძლია.

„დღეს ბიჭებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი დიდებულად გაართვეს. მათ შესანიშნავი შემტევები ჰყავთ, ლუკაკუს თამადობით, მაგრამ შესნის გამორჩეული სეივის გაკეთება არ დასჭირვებია.