Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ არა გადამწყვეტი…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ატალანტა უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც შესანიშნავად გამოიყურება და არაჩვეულებრივ შედეგებს დებს. ხვალ იქნება ბრძოლა ორ გუნდს შორის, რომლებიც ოთხეულში ადგილის მოპოვებისთვის იბრძვიან.

„ლონდონში მარცხი ? ჩვენ ამ მატჩის გამო ძალიან ვწუხვართ, ჩვენ იუვენტუსი ვართ და ასეთი ცუდი მატჩის გამართვა არ გვეკადრება, მაგრამ ჩვენ ტურინში უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება მოვახერხეთ.

„გუნდმა ლონდონში კარგი პირვეი ტაიმი ჩაატარა, თამაში 55 წუთის განმავლობაში დაბალანსებულიიყო, მაგრამ მეორე გოლის შემდეგ ჩვენ გავუჩინარდით.

„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადმწყვეტი. წინ ჩვენ ურთულესი თვე გველოდება, რომლის დროსაც 6 შეხვედრის გამართვა მოგვიწევს და თავი საუკეთესო კუთხით უნდა წარმოვაჩინოთ.

„ატალანტა ძალიან ფიზიკური გუნდია, ისინი ბევრ გოლს იტანენ, მაგრამ ბევრსაც უშვებენ და ჩვენ მოედნის ორივე მხარეს კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ.

„ტრავმირებულები ? კიელინიმ და ბერნარდესკიმ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, რემსი ვერ დაგვეხმარება, დე შილიო კი მომდევნო მატჩისთვის დაგვიბრუნდება. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ატალანტას წინააღმდეგ მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.

„ბიჭები ლონდონში მარცხის შემდეგ გაბრაზებულები და მოტივირებულები არიან, რაც ხვალინდელ მატჩში წარმატების მოსაპოვებლად უნდა გამოვიყენოთ.

„კრიტიკა იუვენტუსის მიმართ ? ისეთი მაღალი დონის ჩემპიონატში 20 წლის განმავლობაში ვერ გაიმარჯვებ. ეს დაბალანსებული ჩემპიონატია, რომელშიც ყველა გაძლიერებას ცდილობს. მე გუნდის ხელმძღვანელობას ჩემს იდეებს ვუზიარებ და ჩვენ ვიცით, თუ რა გვჭირდება გასაძლიერებლად.“