Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ მორატას იუვენტუსი უყვარს“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ნაპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„კორონა ვირუსის სიტუაცია ? ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია. ჩვენ ბოლო წუთამდე ისიც კი არ ვიცოდით, შეგვეძლებოდა თუ არა თამაში, მაგრამ საბედნიეროდ აქ ვართ და წინ ურთულესი დაპირისპირება გველოდება.

„პაუზების შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ჩვენი კონკურენტი ნაპოლია, რომელიც ჩვენს მსგავსად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ამიტომ ამ შეხვედრაში სასურველი შედეგის მოპოვება ორმაგად მნიშვნელოვანია.

„მორატა ? ის მშვიდად არის, კარგად ივარჯიშა და მატჩისთვის მზად არის. მას იუვენტუსი ძალიან უყვარს და აქ დარჩენა სურს. ალვაროს უკვე ვესაუბრეთ და ყველაფერი კარგად არის.“