Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ნაპოლის ვულოცავ, მათ გამარჯვება დაიმსახურეს“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა ნაპოლის მივულოცო. მათ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს და გამარჯვება დაიმსახურეს. იუვენტუსს რაც შეეხება, ჩვენ ენერგიისა და მონდომების ნაკლებობა გვეტყობოდა. პირველი გოლის გაშვების შემდეგ გუნდმა კარგი პერიოდი ჩაატარა, თუმცა სამწუხაროდ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და კიდევ ერთი გოლი გავუშვით.

„აშკარაა, რომ დღეს ჩვენი დღე არ იყო, გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა, საერთო ჯამში კი მეტოქე უკეთესი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. სეზონი გრძელია, წინ კიდევ ბევრი მატჩი გველოდება, ამიტომ მუშაობა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

„არის თუ არა ეს მარცხი ყველაზე მძიმე ჩემს კარიერაში ? ყველა მარცხი მძიმეა, არსებობს დამსახურებული და დაუმსახურებელი მარცხები, ჩვენმა მეტოქემ დღეს გვაჯობა და გამარჯვება დაიმსახურა.

„ჩვენ დღეს გოლები ძალიან უწყინარ მომენტებში გავუშვით, ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კი ეს დაუშვებელია. ჩვენ 8-მატჩიანი გამარჯვების სერია გვქონდა, ეს ძალიან რთული საღამო იყო, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და კოპას მატჩისთვის მოვემზადოთ.

„ანიელის ბოლო მატჩი პრეზიდენტის ამპლუაში ? ვწუხვარ, რომ მას ასეთი შედეგით ვაცილებთ, ახალ ჩვენ მუშაობა და ჩვენი მიზნებისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ.“