Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი ნაპოლის პირველი არჩევანია

იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გატუზოს შემცვლელად მაქს ალეგრის ხილვა სურს.

გატუზოსა და დე ლაურენტისს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, რინოს გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია და მის შემცვლელად არაერთ ვარიანტს მოიაზრებდნენ, თუმცა ბოლო დღეებში ალეგრის სახელი აქტუალურად განიხილება.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნგნომ Radio Kiss Kiss-თან საუბრის დროს, რომელიც ნაპოლის ოფიციალური საინფორმაციო წყარო გახლავთ განაცხადა, რომ დე ლაურენტისი მაქს ალეგრისთან ხშირ კავშირზეა, ისინი კარგი მეგობრები არიან და პარტენოპეის პრეზიდენტი მაქსის დარწმუნებას ცდილობს, რომ მომდევნო სეზონიდან მან გუნდი ჩაიბაროს.