Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ პირველ და მეორე ადგილს ჯგუფში დიდი სხვაობა არ აქვს“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ჩელსისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ და გვინდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ კარტი შეხვედრა გავმართოთ.

„ჩვენ ვიცით, რომ ასეთ დონეზე თითოეული შეცდომა გაცილებით ძვირად ფასობს, ამიტომ ბიჭები პასების დროს უფრო ზუსტები უნდა იყვნენ.

„რამდენად მნიშვნელოვანია ჯგუფში დაკავებული ადგილი ? ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეს ფაქტი არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან პლეი-ოფში ნებისმიერი მეტოქე ძლიერი იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ტექნიკურად გამართული მატჩის ჩატარება და გამარჯვება გვსურს.

„ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთ შესანიშნავ სტადიონზე თამაშის საშუალება გვაქვს, ამიტომ ჩვენ ამ შეხვედრისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ.“