Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ…“

მაქს ალეგრიმ ჩელსისთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ტურინელები 4-0 განადგურდნენ და ეს მათ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მძიმე მარცხი გამოდგა, კომენტარი გააკეთა.

„ჩელსი უმაღლესი დონის გუნდია, რისი გამოვლენის საშუალებაც მათ პირველ მატჩში არ ჰქონიათ, თუმცა მათი რეალური ძალა ჩვენ დღეს ყველამ კარგად ვნახეთ.

„ჩვენ საკმაოდ კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ.

„ვარ თუ არა გაბრაზებული ფეხბურთელებზე ? არა, მე გაბრაზებული არ ვარ, თუმცა ჩვენ უკეთესი მეორე ნახევრის ჩატარება გვმართებდა.

„რატომ 4-ნახევარმცველიანი სქემა ? კულუშევსკის პრობლემები ჰქონდა და სათამაშოდ მზად არ იყო, დიბალას კი მაქსიმუმ 30 წუთი შეეძლო თამაში, თუმცა ჩვენ დღეს 4-0 იმიტომ არ წაგვიგია, რომ 4 ნახევარმცველით ვითამაშეთ.

„4 გოლის გაშვება და ასეთი მარცხი რთულია, მაგრამ ჩვენ პროგრამა მინიმუმი, რაც ჯგუფიდან გასვლაა, შევასრულეთ, ახლა კი ატალანტასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

„ჩვენ დღეს ბურთს ძალიან მარტივად ვკარგავდით. იმის მაგივრად, რომ მისი შენარჩუნება გვეცადა, ნაჩქარებ ვერტიკალურ პასებს ვაკეთებდით და ამ ასპექტზე სამუშაო გვაქვს.

„მეორე ტაიმში გუნდმა თავდაჯერებულობა დაკარგა, რამდენიმე მარტივი შეცდომა დაუშვა და მე-3 გოლის შემდეგ ყველაფერი დასრულებული იყო.

„ჩვენ ლაციოს დამარცხების შემდეგ ევროპის საუკეთესო გუნდი არ გავმხდარვართ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.“