Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი რეალში, ზიდანი იუვეში ?

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ზიდანის მადრიდის რეალიდან წასვლის შესახებ ხმები კვლავ აქტუალური გახდა და ესპანურ მედიაში მის შემცვლელებზეც დაიწყეს საუბარი.

Goal Espana-ს მტკიცებით, ზიდანის წასვლის შემთხვევაში მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მაქს ალეგრი იქნება, რომლის რეალში ხილვა პერესს ჯერ კიდევს მაქსის იუვენტუსში მუშაობის დროს სურდა.

წყაროს ცნობით, თუ ალეგრი ბლანკოსს ჩაიბარებს, დიდი ალბათობით ზიდანი ტურინის იუვენტუსის თავკაცი გახდება.