Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალეგრი რომას უახლოვდება?

სეზონის არც თუ ისე კარგი სტარტის შემდეგ, პაულო ფონსეკას გუნდიდნა შესაძლო წასვლა კვლავ აქტუალური გახდა და იტალიური მედიის ინფორმაციით, მაქს ალეგრი მზად არის, რომ ჯალოროსის ახალ პროექტს ჩაუდგეს სათავეში.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ალეგრის პსჟ-ც ეპატიჟება, თუმცა იტალიელ სპეციალისტს კარიერის გაგრძელება სერია ა-ში სურს და მზად არის, რომას წინადადება მოისმინოს.

წყაროს მტკიცებით, ფრიდკინებმა სეზონის ცუდი სტარტის გამო უკმაყოფილება უკვე გამოთქვეს და შემდეგ ტურში, სადაც რომას მეტოქე იუვენტუსი იქნება, ფონსეკასგან 3 ქულას ელიან…