Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალეგრი რომას ხელმძღვანელობას შეხვდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მაქს ალეგრი დენ და რაიან ფრიდკინებს შეხვდა და არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე რომას მთავარი მწვრთნელის ამპლუაში სწორედ MAD MAX-ი ვიხილოთ.

ჯალოროსის ხელმძღვანელობა გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და თუ ასე გაგრძელდა, ფონსეკა გუნდს დატოვებს და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი იუვენტუსის და მილანის ყოფილი მწვრთნელია.

ალეგრის გარდა, იტალიაში რალფ რანგნიკის სახელმაც გაიჟღერა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოსტს სთავაზობს რომა გერმანელ სპეციალისტს.